top of page

კომპანიის შესახებ

ვირტუალური ავიაკომპანია - "Sky Cab Georgia" შეიქმნა 2014 წლის 31 მაისს ქართველი ავიამოყვარულების მიერ. ავიაკომპანია ძირითადად ახორციელებს სატვირთო ფრენებს და ოპერირებს ვირტუალურ ავიაკომპანიათა სერვერზე  www.virtairlines.com. მის შემადგენლობაში შედის მცირე, საშუალო და დიდი ტვირთამწეობის სხვადასხვა მოდელისა თუ მწარმოებლის საჰაერო ხომალდები. (დამატებითი ინფორმაცია იხ. კატეგორიაში - "ფლოტი") მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კომპანია ღირსეულად ართმევს თავს დასახულ მიზნებს და იკავებს მოწინავე პოზიციებს კონკურენტებს შორის. ავიაკომპანიაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს სურვილი შეასრულოს ფრენები და შეისწავლოს სხვადასხვა საჰაერო ხომალდები. ადმინისტრაცია თითოეულ წევრს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოხდეს სერვერთან დაკავშირება და სხვა მრავალი. თითოეული მფრინავი ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს. ადმინსტრაციასთან დაკავშირებისთვის იხ. კატეგორია - "კონტაქტი". 

bottom of page