top of page

კომპანიის შინაგანაწესი

  1. ყველა მფრინავი ვალდებულია გაუფრთხილდეს და ეკონომიურად მოიხმაროს კომპანიის რესურსები. (მფრინავს შეუძლია დაუკავშირდეს ადმინისტრაციას ტექსტური შეტყობინების ან "teamspeak" სერვერის საშუალებით: ts.itcs.ge  იხ. არხი "SC Georgia"

  2. თითოეული საჰაერო ხომალდი დაბრუნებული უნდა იქნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (UGTB) ყოველი მეათე ფრენის ბოლოს. გთხოვთ იყოთ ყურადღებით თქვენი ფრენების შედგენისას და დაითვალოთ საჰაერო ხომალდის ფრენების რაოდენობა.

  3. თითოეულმა მფრინავმა უნდა შეასრულოს მინიმუმ ერთი ფრენა ყოველ თვეს. თუ შეიქმნა რაიმე მოულოდნელი ვითარება და გარემოება, ადმინისტრაცია აუცილებლად გაითვალისწინებს ყველა მიზეზს.

  4. წოდება და ჰონორარი დამოკიდებულია მფრინავის საშუალო ფრენის რეიტინგზე და ფრენის საათების რაოდენობაზე. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რეგულაციები ტექსტის ბოლოს.

  5. ადმინისტრაციას აქვს უფლება შეცვალოს რეგულაციები და მისი ქმედება იყოს შესაბამისობაში კომპანიის ზოგად მისიასთან და გრძელვადიან მიზნებთან მიმართებაში.

  6. თითოეულმა მფრინავმა, რომელსაც უფლება აქვს შექმნას ან წაშალოს ფრენის მარშრუტები, უნდა წაშალოს მის მიერ შექმნილი მარშრუტი, ფრენის დასრულების შემდეგ. ყველა მარშრუტი უნდა შეიქმნას "Delivery Flight" კატეგორიაში. მფრინავმა დამატებით არ უნდა შექმნას უკვე არსებული საფრენოსნო მარშრუტი. (გთხოვთ იყავით ყურადღებით, სასურველი მარშრუტის ძებნისას)

       ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვნებს, თუ რამდენი საფრენოსნო საათია საჭირო შესაბამისი წოდების მოსაპოვებლად.

ადმინისტრაცია ასევე გაითვალისწინებს მფრინავის ფრენის საშუალო რეიტინგს წოდების მინიჭებისას. Treinee წოდების მფრინავმა უნდა შეასრულოს 100%-იანი რეიტინგის მქონე ფრენები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იგი უფრო მაღალი წოდების მიღებას. ყველა ახალი მფრინავი საწყის ეტაპზე მიიღებს Treinee-ს წოდებას. რამდენიმე ფრენის შემდეგ, ადმინისტრაცია გაითვალისწინებს მფრინავის ანგარიშზე არსებულ დეტალებს და მიანიჭებს შესაფერის წოდებას. Trainee-ს წოდების მფრინავებს შეუძლიათ შეასრულონ მხოლოდ სავარჯიშო კატეგორიის ფრენები.

bottom of page